20:54 - 22 Jul, 2026
|
2022-09-17 14:41:45, 1311 ნახვა
პოლიტიკა
TI - საქართველოში მოქმედი ტვ „1 გასართობის“ დამფინანსებელი სანქცირებული რუსეთის „პირველი არხია“
საქართველოში მოქმედი ტელეკომპანია „1 გასართობის“ (შპს „რ.ბ.ჯ) დამფინანსებელი სანქცირებული რუსეთის „პირველი არხია“ (Первый канал). ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. მათივე ცნობით, ფინანსური შემოსავლების შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გასართობი არხი 2015 წლიდან მაუწყებლობს. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, მაუწყებელ რ.ბ.ჯ-ის დაფინანსების წყაროში Channel One Russia JSC, რუსეთის ფედერაცია არის მითითებული. ამავე დოკუმენტის მიხედვით, რუსულმა პირველმა არხმა რეკლამაში 10 000-დან 500 000 ლარამდე გადაიხადა. გასართობი არხი 2015 წლიდან მაუწყებლობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)