|
2022-09-16 20:09:05, 918 ნახვა
პოლიტიკა
სომხეთი - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სათანადო რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სათანადო რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია. - ამის შესახებ ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა. მისივე თქმით, სომხეთს ОДКБ-ს იმედი აღარ აქვს. "ის ფაქტი, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სათანადო რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია და რომ აზერბაიჯანის ჯარები სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან სრულად გაიყვანეს, ნიშნავს, რომ ჩვენი მოლოდინები არ გამართლდა... შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ღამით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს. სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში. დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან. მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 135, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 71 სამხედრო დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)