22:04 - 22 Jul, 2026
|
2022-09-16 19:45:19, 1055 ნახვა
პოლიტიკა
FIBA-მ გოგა ბითაძის, დუდა სანაძისა და თორნიკე შენგელიას მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო
არასპორტული ქცევის გამო, 3 ქართველი კალათბურთელის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას FIBA ავრცელებს. მათივე თქმით, ეს ქართველი კალათბურთელები არიან გოგა ბითაძე, დუდა სანაძე და თორნიკე შენგელია. "ევრობასკეტ 2022-ის თურქეთ-საქართველოს მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დისციპლინური სამართალწარმოება დაწყებულია სამი ქართველი კალათბურთელის : გოგა ბითაძის, დუდა სანაძის, თორნიკე შენგელიასა და ერთი თურქი კალათბურთელის ფურქან კორქმაზის მიმართ, არასპორტული ქცევის გამო". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს თურქეთის კალათბურთის ფედერაციის საჩივარი, სათამაშო დროიდან 22 წამის დაკარგვასთან დაკავშირებით, FIBA-მ არ დააკმაყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)