|
2022-09-16 16:27:09, 959 ნახვა
პოლიტიკა
ალიევი - სამშვიდობო შეთანხმებაზე წინაპირობების გარეშე მუშაობა უნდა დავიწყოთ
უნდა ვიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე წინაპირობების გარეშე. - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უზბეკეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამიტზე განაცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, 2022 წლის 13 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაცია მოახდინა, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მტკიცედ აღკვეთეს ეს პროვოკაცია. "აზერბაიჯანმა სომხეთს წარუდგინა სამშვიდობო ხელშეკრულების 5 ძირითადი პრინციპი, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე. ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე წინაპირობებისა და ხელოვნური შეფერხებების გარეშე, სამწუხაროდ, 2022 წლის 13 სექტემბერს სომხეთმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაცია მოახდინა, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მტკიცედ აღკვეთეს ეს პროვოკაცია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ღამით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს. სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში. დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან. მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 135, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 71 სამხედრო დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)