00:46 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 19:41:28, 1652 ნახვა

ომი უკრაინაში
ურსულა ფონ დერ ლეიენის სახელი კიევში, დიდების ხეივანში დაწერეს

ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში. - ამის შესახებ უკრაინის პრეზუდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეიდან მისი სახელი იქნება კიევის დიდების ხეივანში დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლატვიისა და ჩეხეთის სახელმწიფო მოღვაწეების სახელების გვერდით.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისიდანვე, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში საერთო ევროპული ღირებულებების დასაცავად.
დღეიდან მისი სახელი იქნება კიევის დიდების ხეივანში დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლატვიისა და ჩეხეთის სახელმწიფო მოღვაწეების სახელების გვერდით". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics