|
2022-09-15 19:21:11, 925 ნახვა
პოლიტიკა
პუტინი - რუსეთ-ჩინეთის სახელმწიფოთშორისი თანამშრომლობა შეიძლება მსოფლიოსთვის მაგალითად ჩაითვალოს
რუსეთ-ჩინეთის სახელმწიფოთშორისი თანამშრომლობა შეიძლება მაგალითად ჩაითვალოს. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისივე თქმით, ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიული და მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ფორმირებას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო სამართალზე. "რუსეთ-ჩინეთის სახელმწიფოთშორისი თანამშრომლობა შეიძლება მაგალითად ჩაითვალოს. მოსკოვისა და პეკინის საგარეო პოლიტიკური ტანდემი თამაშობს უმთავრეს როლს გლობალური და რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში. ჩვენ ერთობლივად ვუჭერთ მხარს სამართლიანი, დემოკრატიული და მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ფორმირებას, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო სამართალზე, გაეროს ცენტრალურ როლზე და არა რაღაც წესებზე, რომლებიც ვიღაცამ გამოიგონა და ცდილობს სხვებზე დააწესოს, იმის ახსნის გარეშე თუ რაა ისინი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)