|
2022-09-15 18:15:17, 976 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური მოსმენებზე - ივანიშვილი გოგაშვილს არ იცნობდა, მე ვიყავი იქ ხელმძღვანელი, მას რატომ დაავალებდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსაის ბრლადებებს პასუხობს და აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილის ბრალდებები "სრული სიცრუეა". გომელაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მას დავალებებს ვერანაირად ვერ მისცემდა, ვინაიდან, ის არ იცნობდა მას. "განცხადება, რაც გააკეთა სოსო გოგაშვილმა რა თქმა უნდა ეს არის ტყუილი, სიცრუეა სრული, იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი ბიძინა ვერანაირად ვერ დაავალებდა, ის არ იცნობდა მას. როგორ წარმოგიდგენიათ, მე ვიყავი იქ ხელმძღვანელი, რატომ დაავალებდა როდესაც არ იცნობდა ადამიანს, ან რა უნდა დაევალებინა. უკანონო მოსმენები, საერთოდ გამორიცხეთ ეგ თემა, არ ხორციელდება. კანონთ რაც არის, ეს არის არამარტო კრებსები, აუდიომოსმენა, აქ არის ოპერატიული მასალა უამრავი, რომელიც მოაქვს ოპერატიულ აგენტს. ეს რომ დავჯდეთ და სუს-ს უფროსმა ეს იკითხოს, ერთი კაცი ამას ვერ აუვა.მტკიცებულებები თუ აქვს გამოიტანოს და დადოს....მე რომ ვიჯდე შსს-ში და რაც ოპერატიულ მასალა შემოდის ვიკითხო, მინიმუმ 3 გომელაური უნდა იყოს, რომ ეს იკითხოს",- განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, დღეს, სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში მორიგი წერილი გაავრცელა სადაც ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა რამდენჯერმე გადააჭარბა "ნაცების" პერიოდს. მისი თქმით, არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ქვეყანაში უკანონო მოსმენები მიმდინარეობს, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილმა ამ საქმეში ჩართო ყველა პრემიერიდან დაწყებული რიგითი ოტოშნიკით დამთავრებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)