|
2022-09-15 17:55:15, 1005 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი - ივანიშვილი ყოველთვის იდგა იქ, სადაც ქართველ ხალხს მისი დახმარება ყველაზე მეტად ჭირდებოდა
ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იდგა იქ, სადაც საქართველოს და ქართველ ხალხს მისი დახმარება ყველაზე მეტად ჭირდებოდა და მისი ქცევა და ქმედებები არასდროს გაცდენილა სამართლებრივი ლეგიტიმაციის და ხალხის ნდობის ფარგლებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით მათიკაშვილი წერს. მისი თქმით, პოლიტიკიდან წასულ და ნებისმიერი პოლიტიკური გავლენისგან დისტანცირებულ მამულიშვილს ვერ გადაადგევინებენ ისეთ ნაბიჯებს, რაც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. "ნურავინ შეეცდება ერთმანეთში აურიოს ან გააიგივოს "ოლიგარქი" ერისკაცთან და დიდ მამულიშვილთან, ნურც ქვეყნის შიგნით და ნურც ქვეყნის გარეთ!!! სიმართლე და უტყუარი ფაქტები ამის უფლებას არავის მიცემს არც მტერს და არც მეგობარს!!! ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იდგა იქ, სადაც საქართველოს და ქართველ ხალხს მისი დახმარება ყველაზე მეტად ჭირდებოდა და მისი ქცევა და ქმედებები არასდროს გაცდენილა სამართლებრივი ლეგიტიმაციის და ხალხის ნდობის ფარგლებს, მაშინ როდესაც: - 90 წლების დასაწყისში, საკუთარი ბიზნესის შემცირების ხარჯზე შეძენილი საჭირო ტექნიკა აჩუქა ახლადფეხადგმულ ქართულ სახელმწიფოს; ‼️შესაბამისად, ჩვენი სამშობლოსთვის საზიანო ინტერესებით გაჟღენთილი ძალები, საიდანაც არ უნდა მოდიოდნენ ისინი, პოლიტიკიდან წასულ და ნებისმიერი პოლიტიკური გავლენისგან დისტანცირებულ მამულიშვილს ვერ გადაადგევინებენ ისეთ ნაბიჯებს, რაც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ეს ყველამ კარგად გაიგოს, გაიაზროს და დაიმახსოვროს, რომ ასეთმა უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებებმა მთელი ქვეყნის და ერის გულისწყრომა და გულწრფელი ღია პროტესტი არ გამოიწვიოს.",- წერს მათიკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)