|
2022-09-14 18:49:08, 914 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ კობახიძე რაღაცას სთავაზობდა ფულის სანაცვლოდ გოგაშვილს, შემიძლია, სიცოცხლით ვაგო პასუხი, რომ ეს არის ტყუილი
თქვენგან რამდენი იცნობს ირაკლი კობახიძეს მე არ ვიცი, ხანდახან ხომ არის ისეთი მომენტი, რომ რაღაც წარმოდგენა გაქვს ადამიანზე, მისი პირადი ნაცნობობიდან გამომდინარე. 1000-დან არც ერთი ადამიანი არ მეგულება, ვინც ამ ადამიანს პირადად იცნობს და დაიჯერებს, რომ ვიღაცას შეხვდა, ფული შესთავაზა და რაღაცეებს ამის სანაცვლოდ სთავაზობდა - ირაკლი კობახიძისგან ეს წარმოუდგენელია, სრული აბსურდია. - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, წარმოუდგენელი აბსურდია, რომ ირაკლი კობახიძე გოგაშვილისთვის თანხის სანაცვლოდ რაიმეს გაკეთება შეეთავაზებინა. ,,ხუთი წლის წინ, სოსო გოგაშვილი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო და ირაკლი კობახიძე, ჯერ კიდევ, პარლამენტის თავმჯდომარე. ვისთვის სთავაზობდა? რა ფულს სთავაზობდა? რა აბსურდზეა ლაპარაკი. შეხვედრით, შესაძლოა, მილიონჯერ იყვნენ შეხვედრილები ეს ადამიანები. წარმოუდგენელი აბსურდია და კიდევ ერთი, ოდნავ ზოგადი, მაგრამ ძალიან კონკრეტული ამავდროულად - უამრავი განცხადება იქნება, უკვე დავრწმუნდით ამაში, ჩვენც და თქვენც, უამრავ სიბინძურეს დაგვაბრალებენ, მათ შორის გოგაშვილი, თუ სხვა, მაგრამ მათ ნალაპარაკებს, დამიჯერეთ, კონკრეტული მტკიცებულებები არ ექნება არასდროს. დაიმახსოვრეთ, გავა თვეები, წლები და გაგახსენდებათ ჩემი სიტყვები, რომ პასუხები მტკიცებულების სახით მათ არ ექნებათ არაფერზე.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)