|
2022-09-14 18:43:27, 920 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე გოგაშვილზე - მეტი რა უნდა დაემართოს ამ ადამიანს, როგორ უნდა დაეცეს, არ წარმომიდგენია
გულწრფელად გეტყვით, როდესაც სოსო გოგაშვილზე მეკითხებოდნენ, თავს ვიკავებდი მის აბსურდულ განცხადებებზე. ადამიანს, რომ იცნობ პირადად, ალბათ, რაღაც გარკვეული უხერხულობები არის. მე ვნახე ვახო გომელაურის კომენტარი, როდესაც მას გაუჭირდა. ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, წარმოუდგენელია სოსო გოგაშვილი ამაზე მეტად დაეცეს. ასევე, მისი თქმით, გოგაშვილის განცხადებებს არანაირი საფუძველი არ აქვს. ,,ჩემთვის, პირადად, წითელი ხაზი იყო, როდესაც მან დაიწყო ლაპარაკი, რომ მოსკოვში სიებს აგზავნის ,,ქართული ოცნება’. ჩემთვის ეს გახდა წითელი ხაზი და ამიტომ, ბევრი რამე ვთქვი მასზე და დღესაც, დღევანდელი განცხადება ვნახე, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ, უკაცრავად ჟარგონისთვის, „გააპრავოს“ ნაცმოძრაობა. წარმოიდგინეთ, ყოველდღე პირდაპირ ეთერში იმუქრებიან შენობებში შეჭრაზე, რევოლუციური სცენარებით და კაცი, რომელიც გახდა მათი აგენტი, პირდაპირი მნიშვნელობით, „უპრავებს“ იმას, რომ ეს ხალხი არასდროს რევოლუციას არ გეგმავდაო. მეტი რა უნდა დაემართოს ამ ადამიანს, მართლა ვწუხვარ, როგორ უნდა დაეცეს მეტად, არ წარმომიდგენია. მოსკოვში სიების გაგზავნა, რომ ნაცმოძრაობას რევოლუციური სცენარით არასდროს უმოქმედია. აი, ეს არის ის წითელი ხაზები, რის იქითაც ალბათ, აღარც მორალი არსებობს, აღარაფერი აღარ არსებობს. უბრალოდ ვიცით, რომ ერთმა ადამიანმა იმ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, გახდა დამატებითი გარე სპიკერი ნაცმოძრაობის, ახლა ამ განცხადებას აკეთებს, ბევრს გააკეთებს კიდევ, ბევრ განცხადებას მოვისმენთ, რომელსაც მტკიცებულებები არ ექნება და უბრალოდ იქნება განცხადებები,’’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)