|
2022-09-13 20:33:06, 1133 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ისრაელის ჯანდაცვის მინისტრ ნიცან ჰოროვიცს შეხვდა. მხარეებმა, ქვეყნებს შორის ჯანდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველოში ძლიერი საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნის აუცილებლობას, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების კომპეტენციისა და მოტივაციის ამაღლებას, ასევე, კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა, სამედიცინო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ზურაბ აზარაშვილმა ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რესერტიფიცირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას თავისი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა. საქართველოსა და ისრაელის ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრა თელავივში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩი, ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)