10:42 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 11:45:07, 890 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი UNFPA-ს დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ფლორენს ბაუერს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და პირველი მოადგილე თამარ გაბუნია  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ფლორენს ბაუერს შეხვდნენ.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯადაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო საჭიროებებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა დაბერების პოლიტიკის თემაზე მუშაობის აუცილებლობას, ასევე ყურადღება გამახვილდა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე.

„შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გაიმართა.

ჯანდაცვის  მინისტრი თელავივში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 72-ე სესიაში იღებს მონაწილეობას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics