|
2022-09-12 22:27:12, 1464 ნახვა
პოლიტიკა
კანდელაკი - ვლადიმერ პუტინი, უდავოდ, მომავლის არქიტექტორი ხდება
ვლადიმერ პუტინი, უდავოდ, მომავლის არქიტექტორი ხდება. - ამის შესახებ პუტინის პროპაგანდისტმა, თინა კანდელაკმა განაცხადა. მისივე თქმით, ჯონსონებსა და ზელენსკებს ისტორიის ტუალეტი ჩამორეცხავს. "ვლადიმერ პუტინი, უდავოდ, მომავლის არქიტექტორი ხდება. უფრო და უფრო ნაკლები რჩებიან ფიგურები, რომლებმაც მეოცე საუკუნის ისტორია განსაზღვრეს. და ვინ განსაზღვრავს 21-ე საუკუნის მომავალს? მიმოიხედეთ გარშემო და პასუხი აშკარაა: პუტინი. კიდევ 10 წელი და ის შეცვლის ყველა ჩვეულ ნარატივს. დიახ, iPhone კვლავ ჩვენს ხელთ იქნება, თუმცა პეკინი და სინგაპური ჩვენთვის უფრო ახლოს გახდება, ვიდრე ლონდონი და რომი. ჩვენ, კბილების კრაჭუნით, მაინც დავიწყებთ მშობლიურის შენებას და Mc'Donalds და IKEA სამუდამოდ დატოვებენ ჩვენს ცხოვრებას, ისევე როგორც ჯონსონები და ზელენსკები, რომლებსაც ისტორიის ტუალეტი ჩამორეცხავს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსნებთ, რომ თინა კანდელაკი რუსი პროპაგანდისტი და პუტინის ძალადობრივი რეჟიმის მხარდაჭერია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)