|
2022-09-12 21:51:14, 1208 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, თელავივში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას, რათა უფრო გაძლიერდეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა და მოქალაქეებმა, ფინანსური წნეხის გარეშე, შეძლონ ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიღება. რიგით 72-ე სესია ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა გახსნა. კონფერენცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მას სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მაღალი დონის დელეგატები ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)