|
2022-09-12 21:23:13, 1106 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - საქართველოში ომი რომ არ მიმდინარეობს ღარიბაშვილის, გომელაურისა და ლილუაშვილის დამსახურებაა
საქართველოში რომ მშვიდობაა, ბატონი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, უშუალოდ ვახტანგ გომელაურისა და მისი მაგარი გუნდის, მაგარი ბიჭების, სუსის ხელმძღვანელის, ბატონი ლილუაშვილისა და მისი. - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, სწორედ ამ ადამინების დამსახურებაა, რომ საქართველოში ომი არ მიმდინარეობს, რისი მცდელობაც ჰქონდათ. "საქართველოში რომ მშვიდობაა, ბატონი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, უშუალოდ ვახტანგ გომელაურისა და მისი მაგარი გუნდის, მაგარი ბიჭების, სუსის ხელმძღვანელის, ბატონი ლილუაშვილისა და მისი თანამშრომლების დამსახურებაა. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც რაც არ უნდა შეთხზას თუ შექმნას, ამ შეთხზული ისტორიებით, შსს-სა და სუს-ს ჩირქს ვერ მოსცხებენ. ჩემი ქვეყანა დღემდე დამოუკიდებელია, ჩემი ქვეყანა დღემდე მშვიდადაა და საქართველოში ომი არ მიმდინარეობს, რისი მცდელობაც ჰქონდათ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)