|
2022-09-12 11:25:52, 1659 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ 12-დან 16 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება
საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ 12-დან 16 სექტემბრის ჩათვლით, კინოთეატრ ამირანში გაიმართება. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალში ყოველდღიურად ჩართულია 13-დან 18 წლამდე 300-მდე ახალგაზრდა, რომლებიც ჟიურის როლსაც ასრულებენ: წინასწარ შერჩეული ფილმებიდან გამოავლენენ საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს და საუკეთესო სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რომელთა რეჟისორებსაც „თაობის“ სახელით, გადაეცემათ ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოები. კინოფესტივალის პროგრამა გარდა კინოჩვენებებისა, ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, ვორკშოფებსა და გასართობ აქტივობებს. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ უცხოელ რეჟისორებს, მსახიობებს და სფეროს პროფესიონალებს, გაიზიარონ მათი გამოცდილება და მიიღონ დამატებითი ცოდნა. კინოპროგრამა ორ სექციას მოიცავს: მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი განკუთვნილია 13-15 წლის ახალგაზრდებისთვის. ნაჩვენები იქნება 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ხოლო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი განკუთვნილია 16-18 წლის ახალგაზრდებისთვის, რომლის ფარგლებშიც, ნაჩვენები იქნება ოთხი სრულმეტრაჟიანი ფილმი. ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ლექციების, ვორქშოფებისა და მასტერკლასებისგან. პროგრამა მოიცავს ხელოვნებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მათ შორისაა: კინოკრიტიკა, კინოს ისტორია, ლიტერატურა, სცენარის განვითარება, მედია, რეჟისურა, პროდიუსინგი და სხვა. „თაობის აკადემია“ - კინოხელოვნებით დაინტერესებულ 19-22 წლის, წინასწარ შერჩეულ 20 სტუდენტს შესაძლებლობა აქვს დაესწროს პროფესიული განვითარების ლექციებს, პროფესიული მიღწევების მქონე ხელოვანების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. მიმდინარე წელს პროექტში ჩართულნი არიან ახალგაზრდები და სფეროს პროფესიონალები შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, ჩეხეთი, სომხეთი, თურქეთი, უკრაინა, ფინეთი, ესტონეთი, ირანი, რუმინეთი, შვეიცარია და საქართველო. „თაობა“ ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებაზე ორიენტირებული ერთადერთი კინოფესტივალია საქართველოში, რომელიც 2018 წელს ეროვნული სასახლისა და კულტურის და განათლების ფონდის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაარსდა. ფესტივალი ხელს უწყობს ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენას, ქვეყანაში კინოგანათლების განვითარებას და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას. არსებობის ხუთი წლის განმავლობაში, „თაობაში“ მონაწილე ასობით ახალგაზრდამ განივითარა შემოქმედებითი, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარები, საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეცათ უცხოურ კინოფესტივალებში მონაწილეობის საშუალება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, „თაობა“ იყო ფაქტობრივად ერთადერთი კინოფესტივალი ქვეყანაში, რომელიც 2020 წელს სრულად, ფიზიკური ფორმატით ჩატარდა. ამავე პერიოდში გაღრმავდა საერთაშორისო თანამშრომლობა, ფესტივალი გახდა ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაციის წევრი, დაამყარა თანამშრომლობა ათობით მსგავსი ტიპის ფესტივალსა და კინოგანათლების ორგანიზაციასთან მსოფლიოს მასშტაბით. ევროპის კინოაკადემიასთან თანაშრომლობით, ორგანიზებას უწევს ევროპული კინოს დაჯილდოების ოფიციალურ საკონკურსო კატეგორიას - „ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო“. კინოაკადემიის ინიციატივით, „თაობა“ 2022 წელს გახდა „ევროპული კინოკლუბების“ ეროვნული კოორდინატორი საქართველოში. ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: თბილისის მერია; საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო; კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი; საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი; იტალიის საელჩო საქართველოში და კინოთეატრი „ამირანი“.
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)