01:49 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 16:30:15, 1116 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე USAID-ის დოკუმენტზე - ყველაფერი ნათელია, როდესაც გიგაურის NGO-ს ეყრდნობი, ასეთი ფრაზები გაგეპარება

ყველაფერი დღესავით ნათელია როდესაც ეყრდნობა გიგაურის NGO-ს ასეთი ფრაზები გაგეპარება. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ USAID-ს მიერ გამოქვყენბული დოკუმენტის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტში არაფერია გარდა წინა ხელისუფლებისთვის ხოტბის შესხმისა.

" რეალურად ხოტბას ასხამენ წინა ხელისუფლებას რომელსაც ჰქონდა ჩამოყალიბებული დეგრადირებული რეპრესიული რეჟიმი და აკრიტიკებენ მოქმედ ხელისუფლებას. ყველაფერი დღსავით ნათელია როდესაც ეყრდნობი გიგაურის NGO-ს ასეთი ფრაზები გაგეპარება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგხსენებთ, რომ დღეს 8 სექტემბერს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს კორუფციისა და კლეპტოკრატიის აღმოფხვრის მიზნით სახელმძღვანელო პრინციპებსა და მითითებებს, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად დასახელებულია საქართველოში უმდიდრესი ოლიგარქი, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა..





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics