01:49 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 10:28:41, 741 ნახვა

პოლიტიკა
რუსი ჟურნალისტი - ჩემს საქართველოში არ შემომიშვეს, ამას პოლიტიკურ ხედვას ვუკავშირებ

პირველად არ ხდება, როცა საზღვარზე პრობლემები მექმნება, ომის შემდეგ, რამდენჯერაც ჩამოვედი, ნახევარი საათი საზღვარზე მაჩერებდნენ, - საქართველოში კიდევ ერთი პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე ჟურნალისტი არ შემოუშვეს.

რუსული გამოცემა "ნუჟნა პომოშისა" და "ტაკიე დელას" დამფუძნებელი, მიტია ალეშკოვსკი აცხადებს, რომ ქვეყანაში არ შეშვების მიზეზი პოლიტიკურია. 

"მე არ მომცეს არანაირი ახსნა განმარტება, თუ რატომ არ მიშვებდნენ საქართველოში. არანაირი დოკუმენტი არ მომცეს, პასპორტიც კი იმ ავიაკომპანიის თანამშრომელს გადასცეს, რომლითაც სომხეთში მიშვებდნენ, პირველად არ ხდება, როცა საზღვარზე პრობლემები მექმნება. ომის შემდეგ, რამდენჯერაც საქართველოში ჩამოვედი, ნახევარი საათი საზღვარზე მაჩერებდნენ. მე საქართველოში ომამდე ვცხოვრობდი. ბევრი წელია უკვე საქართველოში ვცხოვრობ. ჩემს საქართველოში არშემოშვებას ჩემს პოლიტიკურ ხედვას ვუკავშირებ, რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, რადგან ომამდე მე საქართველოში შემოსვლაზე პრობლემა არ მქონია. ცოტა ხნის წინ რუსეთში აგენტადაც შემრაცხეს, თუმცა მე არ ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკური ცხოვრებით არასდროს ვყოფილვარ დაკავებული. შევეცდები დავბრუნდე საქართველოში, იმედი მაქვს გამომივა დაბრუნება ჩემს ოჯახთან",- ამბობს ალეშკოვსკი.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის პოლიტიკის მოწინააღმდეგეს საზღვართან აყოვნებენ და დეპორტს ურტყამენ. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა რუს ბლოგერ ინსა ოგუზთან მიმართებაშიც და რუს ბლოგერ, ალექსეი რომანოვთან. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics