|
2022-09-07 21:25:17, 872 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი აშშ-ის საელჩოს - მოქალაქეების ინტერესების დაცვა, თუ მოქალაქეების კონტროლია, ეს არის წარმოუდგენელი და შემაშფოთებელი
არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი ვეტოს წარმდგენს აქ არ დაუსვამს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადასთან დაკავშირებით. ეს იყო პოლიტიკური სპეკულაციებით სავსე დოკუმენტი და თქვენ ნახეთ, რომ ვერც ვენეციის კომისიის დოკუმენტში ვერ ჰპოვა ასახვა სტრასბურგის ქეისმა - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, აქ საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის წამების მუქარა, სქესობრივი დანაშაულები, ნარკოტიკებით ვაჭრობა, გასაღება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა. ამისთვის არის საჭირო ეს ფარული საგამოძიებო მოქმედებები და თუ ვინმეს, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, თურმე ეს ყველაფერი ნიშნავს მოქალაქეების კონტროლს, ეს წარმოუდგენელია. „ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ლეგიტიმურობა განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. ეს არის უკიდურესი საშუალება, როდესაც დანაშაულის გამოძიებისთვის აღარ აქვს სხვა ბერკეტი საგამოძიებო უწყებას, თუ არა პროკურორის მოტივირებული დასაბუთება სასამართლოს წინაშე და სასამართლოს დასაბუთებული განჩინება. სხვა შემთხვევაში, დანაშაულის გამოძიება ვერ მოხდება. აქ საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის წამების მუქარა, სქესობრივი დანაშაულები, ნარკოტიკებით ვაჭრობა, გასაღება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა. ამისთვის არის საჭირო ეს ფარული საგამოძიებო მოქმედებები და თუ ვინმეს, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, თურმე ეს ყველაფერი ნიშნავს მოქალაქეების კონტროლს, ეს არის წარმოუდგენელი რამ. მაშინ, როდესაც განსაზღვრულია ლეგიტიმური საფუძვლები, კონკრეტული თავისი ბუნებით მძიმე დანაშაულები და ამ დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისთვის, რათა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული, ეს თუ მოქალაქეების კონტროლია და ასეა შეფასებული, ეს არის წარმოუდგენელ რამ, ეს არის შემაშფოთებელი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ მოსმენების კანონპროქტი შეაფასა, როგორც საქართველოსთვის ევროპულ ინტეგრაციისკენ დაშორების ნაბიჯი.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)