02:47 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-06 21:35:06, 1061 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი - ნიკა გვარამია ციხეში აბსოლუტურად უმიზეზოდ ჩასვეს, ეს გამოგონილი ისტორიაა

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ აშკარაა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ნაპოვნი იქნას კომპრომისი. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამია ციხეში ჩასვეს აბსოლუტურად უმიზეზოდ, ეს გამოგონილი ისტორიაა.

" ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ აშკარაა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ნაპოვნი იქნას კომპრომისი. ამ საქმეს უყურებენ არა როგორც ცალკეული პიროვნების საკითხს, არამედ როგორც პოლიტიკური ოპონენტის საკითხს, რომელიც სურთ, რომ დაამცირონ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის საერთაშორისო სტანდარტი.
მე გვარამიას და სააკაშვილის საქმეებს ერთ კალათაში არ განვიხილავდი. ნიკა გვარამია ციხეში ჩასვეს აბსოლუტურად უმიზეზოდ. ეს გამოგონილი ისტორიაა.
რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტს, თუ მისი დაპატიმრების კანონიერი საფუძველი არსებობს, მას უნდა მიუდგნენ სამართლებრივად და არა პოლიტიკურად. ამავე დროს, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთ შემთხვევაში სხვა სასჯელს გამოიყენებდნენ, მაგალითად ფინანსურ ჯარიმას. მაგრამ, სამწუიხაროდ აქ ძალიან დაბალი სტანდარტებია და არსებობს დიდი სურვილი, რომ პოლიტიკური ოპონენტები დევნონ. ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრს ამბობს საქართველოს მმართველ ძალაზე".  - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უცხოელი დიპლომატები საქართველოში ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "დიდება უკრაინას!" ფარგლებში ჩამოვიდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics