|
2022-09-06 15:38:03, 938 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი ზურაბიშვილს - მადლობელი ვარ თქვენი ურყევი მხარდაჭერისთის, მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით აგრესორს დავამარცხებთ
მადლობელი ვარ თქვენი ქვეყნის უკრაინის მიმართ გადამწყვეტი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც შეუფასებელია ჩვენთვის, რადგან ჩვენი მხარდაჭერა ჩვენს გამარჯვებასთან გვაახლოებს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ წერილში განაცხადა. მისივე თქმით, მტკიცედ სჯერა, რომ ერთიანი ძალებით დამარცხდება აგრესორი. „მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამა წლის აგვისტოში „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში მონაწილეობისთვის. სამიტმა წარმოაჩინა დემოკრატიული ქვეყნების ერთიანობა და ძალა რუსეთის აგრესიისგან უკრაინისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის დაცვის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამიტის მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ისინი არ შეეგუებიან რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის ოკუპაციას და არასდროს აღიარებენ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო ანექსიას. სამიტმა ასევე დაადასტურა უკრაინელი ხალხის კანონიერი უფლება, დაიცვან თავიანთი თავი რუსეთის აგრესიისგან, რომელიც დაიწყო 2014 წელს ყირიმის მიტაცებით და გაათავისუფლონ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში უკრაინის მთელი ტერიტორია, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძული. მადლობელი ვარ თქვენი ქვეყნის უკრაინის მიმართ გადამწყვეტი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც შეუფასებელია ჩვენთვის, რადგან ჩვენი მხარდაჭერა ჩვენს გამარჯვებასთან გვაახლოებს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ოკუპაციისგან და პასუხი ვაგებინოთ კრიმინალურ და აგრესიულ ომზე პასუხისმგებელ პირებს. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას ყირიმის პლატფორმის ფარგლებში, კერძოდ, თქვენი ქვეყნის მონაწილეობას ყირიმის პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში. მტკიცედ მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ დავამარცხებთ აგრესორს“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)