|
2022-09-05 16:01:19, 800 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინა აქვეყნებს იმ პირების გვარებს, რომელთა დასანქცირებასაც ითხოვს - სიაში 12 ქართველია, მათ შორის ივანიშვილი
უკრაინული მხარე აქვეყნებს იმ პირების სიას, რომელსაც "კრემლის საყრდენად" აღიქვამს და დასანქცირებას ითხოვს. ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის ვებ-გვერდზე განთავსდა. უკრაინის მიერ შედგენილ 15-კაციანი სიაში, 12 ქართველია, მათ შორის არიან ბიძინა ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი და დავით ხიდაშელი. სანქცირების მოთხოვნის მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მხარდაჭერაა. უკრაინა ითხოვს დასანქცირდნენ: ცნობისთვის, პროექტი "ომი და სანქციები" უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით ხორციელდება. ეს არის პორტალი, სადაც შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ ის პირი ან კომპანია, რომელიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად იმსახურებს სანქციებს და მოუწოდებთ პასუხისმგებელ პირებს, მოათავსონ ისინი სანქციების სიაში. პორტალის წყალობით ასევე შეგიძლიათ გაიგოთ, თუ ვისზეა უკვე სანქციები, რომელი ქვეყნები ჯერ კიდევ „ ჩამორჩებიან“ სანქციების ტემპით და რა აქტივები აღმოაჩინეს უკვე სანქცირებულ პირებში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)