|
2022-09-05 15:58:58, 552 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ, „2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი მიიღო
საქართველოს მთავრობამ, „2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი მიიღო „2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის” შემუშავება განპირობებულია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით და ქვეყნის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი 2022-2026 წლებისთვის გარემოს დაცვის კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს და ქვეყანაში გარემოს მდგომარეობისა და გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. დოკუმენტის მომზადების პროცესში ჩართული იყვნენ როგორც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები, ქვემდებარე უწყებები, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები. დოკუმენტის შემუშავების პროცესში გაიმართა თემატური საჯარო განხილვები, სადაც ჩართული იყვნენ ყველა დაინტერესებული პირი და არასამთავრობო ორგანიზაციები. „2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამა“ მოიცავს წყლის რესურსების დაცვას, შავი ზღვისა და ზღვის გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის ხელშეწყობას, ატმოსფერული ჰაერის, მიწის რესურსების, ნარჩენების მართვას, ტყის მართვას, ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების დაცვას, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი განათლების მდგრად განვითარებას. თითოეულ პრიორიტეტთან მიმართებით გათვალისწინებულია არსებული სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩო, გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამითა და სხვა სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული ქმედებები. ზოგადად, გატარებული რეფორმები და ბოლო პერიოდის მიღწევები. პროგრამით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების სავარაუდო ბიუჯეტი აღემატება 3 მილიარდ ლარს, რომელშიც სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად გათვალისწინებულია დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით მიღებული თანხები. პროექტის განხორციელების ვადა მოიცავს 2022-2026 წლებს.
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
სინდისის პატიმრების ოჯახები საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირი ეთერის დათმობას სთხოვენ
გამოკითხვები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ლე პენის გამარჯვებას პროგნოზირებენ
Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)