|
2022-09-02 11:03:07, 1215 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - აგვისტოში თურქეთიდან იმპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - ქვეყანაში 6,4 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტი შემოვიდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსინფორმაციით, აგვისტოში, თურქეთიდან იმპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, კერძოდ, ქვეყანაში 6,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტი შემოვიდა. “თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ, ქვეყანაში მედიკამენტების შემოტანა აქტიურად გრძელდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა, მედიკამენტებში 80 მილიონ ლარამდე უკვე დაზოგეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს. თურქეთის ბაზრის გახსნის გარდა, მედიკამენტებზე ფასის შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე რეფერენტული ფასის დადგენის მიმართულებითაც მუშაობს. რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ღირებულებაზე ზედა ზღვარი დაწესდება, რაც ქვეყანაში წამლის ფასს მნიშვნელოვნად გააიაფებს. მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დანერგილია. რეფორმის განხორციელებისთვის სამინისტრო საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნებში, ჩართულები იყვნენ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებაში“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)