|
2022-09-01 13:10:14, 908 ნახვა
საზოგადოება
მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული სრულწლოვანი პირებისთვის თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს
მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერია ახალ პროგრამას იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უმეტეს შემთხვევაში, ეს ახალგაზრდები საცხოვრისის გარეშე რჩებიან და ვერ ახერხებენ პროფესიის დაუფლებას და დასაქმებას. „თბილისის მერია, მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასულ 18-21 წლის მოქალაქეებს, ახალგაზრდული საცხოვრისის მომსახურებას არამატერიალიზებული სახის ვაუჩერით დაუფინანსებს. ვაუჩერის ღირებულება, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად, თვეში 500 ლარი იქნება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ახალი პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან თბილისში რეგისტრირებული 18-დან 21 წლამდე ასაკის პირები, რომლებიც სრულწლოვანების ასაკამდე ბოლო ერთი წელი თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარები იყვნენ, 18 წლის შესრულების გამო დატოვეს ის და საცხოვრისს საჭიროებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება ამ ახალგაზრდებისთვის ცხოვრების შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)