|
2015-02-05 15:28:08, 698 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი: გოგა ხაინდრავას თუ სხვა მოქალაქის SIDA-ზე გამოთქმული ეჭვები, მთავრობის პოზიციას არ ასახავს
"გოგა ხაინდრავას თუ სხვა მოქალაქის მიერ SIDA-ზე გამოთქმული ეჭვები, მათი საქმეა, ეს საქართველოს მთავრობის პოზიციას არ ასახავს",- ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გოგა ხაინდრავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შვედეთის განვითარების სააგენტო კარლ ბილდტის მონაწილეობით კორუფციული სქემით ქართულ NGO-ებს აფინანსებს. სუბარის განმარტებით, SIDA საქართველოს უდიდეს დახმარებას უწევდა და უწევს. "მე პირადად მრავალი წლის განმავლობაში, როგორც სახალხო დამცველს, როგორც საქართველოს მთავრობის წევრს, როგორც მანამდე ჟურნალისტს, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტს, მქონდა ძალიან მჭიდრო და ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა ორგანიზაცია SIDA-სთან. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც უდიდეს დახმარებას უწევდა და უწევს საქართველოს. ისევე როგორც შვედეთის მთავრობა და SIDA-ს დახმარება შვედეთის მთავრობის დამოკიდებულების გაგრძელებაა და ეს ურთიერთობა გაგრძელდება კიდეც. ზოგადად, ძალიან მადლიერები ვართ შვედეთის მთავრობის. იმ ურყევი მხარდაჭერის გამო, რასაც ყოველწლიურად ვგრძნობთ ევროინტეგრაციის საქმეში, დეოკუპაციის საქმეში, თუ უამრავი სხვა მიმართულებით. რაც შეეხება ზოგიერთი მოქალაქის მერ SIDA-ზე გამოთქმულ ეჭვებს, გოგა ხაინდრავა იქნება თუ სხვა, ეს მათი საქმეა. მათ აქვთ ამის უფლება. შეუძლიათ ილაპარაკონ, ეს არ ასახავს საქართველოს მთავრობის პიზიციას.შევედეთის მთავრობა და SIDA არიან ჩვენი ურყევი მხარდამჭერები.ის, რომ გოგა ხაინდრავა რამეს იტყვის, საქართველოს მთავრობას ამასთან კავშირი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილს SIDA არც ერთი სიტყვით არ უხსენებია.თუ ხაინდრავა რამეს გამოაქვეყნებს, ეს მისი ნებაა",-განაცხადა სოზარ სუბარმა.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)