08:34 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-23 14:03:09, 3648 ნახვა

ომი უკრაინაში
მარიუპოლის საკრებულო - ძაღლები საკვების საძებნელად გარდაცვლილ მოქალაქეებს საფლავს ანადგურებენ

მაწანწალა ძაღლები საკვების საძიებლად თხრიან უცნობი მარიუპოლის მცხოვრებლების საფლავებს, რომლებიც პრიმორსკში დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ ,- აღნიშნულის შესახებ მარიუპოლის საკრებულო იტყობინება.

მათი ცნობით, ოკუპირებულ მარიუპოლში ქაოტური დაკრძალვის ადგილებიდან ცხედრების სათანადო ექსჰუმაციის საკითხი ჯერაც არ დახურულა.

„ოკუპირებულ მარიუპოლში ქაოტური დაკრძალვის ადგილებიდან ცხედრების სათანადო ექსჰუმაციის საკითხი ჯერ არ დახურულა. ამრიგად, მაწანწალა ძაღლები საკვების საძიებლად თხრიან უცნობი მარიუპოლის მცხოვრებლების საფლავებს, რომლებიც დაიღუპნენ პრიმორსკში დაბომბვის შედეგად. ჯერ ერთი, ეს არის თავად მარიუპოლის მაცხოვრებლების უგულებელყოფა, მეორეც, ასეთმა დაუდევრობამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციის გავრცელება“,- ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ინფორმაციით, აპრილის შუა რიცხვებიდან დამპყრობლებმა საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში დაკრძალული ადამიანების ცხედრების ამოყვანა დაიწყეს.

20 ივნისს პეტრ ანდრიუშჩენკომ გამოაცხადა, რომ ადამიანების ცხედრები მასობრივ საფლავებში იყო დაკრძალული. 20 ივლისს კი მან განაცხადა, რომ ქალაქში ექსჰუმაცია მთლიანად შეჩერდა.

ამასთა, 6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლში დაღუპულთა ცხედრების ექსჰუმაცია განაახლეს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics