21:13 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-23 10:50:34, 1756 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სენაკში ნაყინის საწარმომ წარმოება გაზარდა

„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიზნით აგრომეურნეობის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, ბანკთან პარტნიორობით სენაკში ნაყინის კომპანიამ „თეთრი დათვი“ წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდა და უკვე წლიურად 1 450 000 ლარის პროდუქციას აწარმოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 2 045 000 ლარია, ხოლო ბანკის ინვესტიცია 464 000 ლარს შეადგენს.

„ბანკთან თანამშრომლობით შევძელით, სენაკში ნაყინის საწარმო კიდევ უფრო გაგვეფართოვებინა. ბანკის მხარდაჭერით პროდუქციის გაზრდილი რაოდენობით წარმოების მიზნით დანადგარები შევიძინეთ, რის შედეგადაც ნაყინის რეალიზაციას ვახდენთ რამდენიმე რეგიონში. ესენია: სამეგრელო, აჭარა, გურია, იმერეთი, ახალციხე. ასევე, ვამარაგებთ რუსთავსა და თბილისის მაღაზიებს. ამ ეტაპზე გვყავს 80 ადამიანი დასაქმებული და ვგეგმავთ მეორე პავილიონის გახსნას ზუგდიდში, რაც შექნის ახალ სამუშაო ადგილებს. სამომავლოდ კი ვაპირებთ რეალიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით განვახორციელოთ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, დავით გარუჩავა.

„საქართველოს ბანკი“ რეგიონებში მცირე მეწარმეების წახალისებას აგრძელებს. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი ჩართულობით კიდევ ერთი ბიზნესი გაძლიერებულიყო. მნიშვნელოვანია, როცა მეწარმე ცდილობს არ გაჩერდეს, განვითარდეს, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამით ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. ჩვენ კი მუდმივად მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ასეთ პროექტებს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი ბოჩიკაშვილმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics