14:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 11:11:16, 1096 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის სამხედრო მეთაური ამბობს, რომ ღაზას სექტორზე ბოლო იერიშისას „მესამე ქვეყანას“ დაარტყეს

ისრაელის სამხედრო მეთაურმა ავივ კოჰავიმ აღიარა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა აგვისტოს დასაწყისში ღაზას სექტორში ბრძოლის დროს, „მესამე ქვეყანას“ დააარტყეს.

კოჰავი  ერს ან სამიზნეს არ ასახელებს, მაგრამ არაბული მედია იტყობინება, რომ ირანელები და ლიბანელები დაიღუპნენ იემენში, ჰუტისების ბანაკში ამ თვის დასაწყისში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად.

”ათი დღის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დიდი სიზუსტით დაარტყეს ტაისირ ჯაბარის, რომელიც არის მთავარი ტერორისტი”, - თქვა კოჰავიმ ადგილობრივი ხელისუფლების ფედერაციის კონფერენციაზე, რაც გულისხმობდა პალესტინის ისლამური ჯიჰადის ჩრდილოეთის მეთაურს, რომელიც  ოპერაცია Breaking Dawn-ის დარტყმებისას მოკლეს.

„ამავდროულად [IDF-მა] ჩაატარა დაპატიმრების ტალღა [დასავლეთ სანაპიროზე] და ამავე დროს თავს დაესხა მესამე ქვეყანას და ახორციელებდა თავდაცვას ქვეყნის დანარჩენი საზღვრების გასწვრივ“, - თქვა კოჰავიმ.

კოჰავი არ ასახელებს „მესამე ქვეყანას“, რომელზეც 5-8 აგვისტოს ბრძოლაში ერიში განხორციელდა.თუმცა, არაბულენოვან მედიაში ნათქვამია, რომ 7 აგვისტოს სულ მცირე ექვსი ირანელი და ლიბანელი მრჩეველი დაიღუპა იემენის ბანაკში, რომელსაც  ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხე ჰუტისების ჯგუფი მართავდა. 

იემენში სამოქალაქო ომი 2014 წელს დაიწყო. ჰუსიტებმა დედაქალი სანა დაიკავეს. საუდის არაბეთის მიერ გაძღოლილი კოალიცია რამდენიმე თვის შემდეგ ომში ჩაერთო, რათა საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის კონტროლი აღედგინათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics