19:43 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-14 11:28:19, 1244 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო - თეთნულდზე მყოფი 3 მთამსვლელი დასახლებული პუნქტისაკენ საკუთარი ძალებით მიემართება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი უცხოეთის 6 მოქალაქიდან ორი დაშავებული პირი და ერთი გარდაცვლილის ცხედარი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, მესტიაში გადმოიყვანეს.

სამაშველო ღონისძიება გრძელდება თეთნულდის მწვერვალზე მყოფი 3 მთასვლელის გამოსაყვანად.

დაშავებული მთასვლელების  ინფორმაციით, სამივე მთასვლელი საკუთარი ძალებით მოემართებიან დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მათ შესახვედრად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფი, სრული სამთო აღჭურვილობით, ქვეითად მოძრაობს. 

სამაშველო ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს,  სამეგრელო ზემო-სვანეთის სპეციალიზებული სამაშველო განყოფილების მაშველები მონაწილეობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics