09:43 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-12 16:21:15, 1168 ნახვა

პოლიტიკა
დანილოვი - არსებობს შესაძლებლობა, ოკუპანტებმა გადაწყვიტონ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება

არსებობს შესაძლებლობა, ოკუპანტებმა გადაწყვიტონ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება . - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ევროპაში

"ეს სადგური დაიპყრეს შეიარაღებულმა ტერორისტებმა, მათ ტექნიკა მიიტანეს ამ ტერიტორიაზე. თუ ახლა დავიწყებთ მათთან "ურთიერთობის გარკვევას", არსებობს შესაძლებლობა, რომ გადაწყვიტონ მისი აფეთქება.
და ღმერთმა არ ქნას, თუ იქ ბირთვული კატასტროფა მოხდა, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ ის, რაც ჩერნობილში მოხდა, არაფერი იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოხდეს ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე... იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ევროპაში“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics