15:26 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 11:35:46, 1353 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის რაიონი განმეორებით დაბომბეს - დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 9 დაშავდა

ოკუპანტებმა ღამით დნეპროპეტროვსკის რაიონი ისევ დაბომბეს, დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო 7 კი დაშავდა,- ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი სამჯერ დაბომბეს.

„ღამე დაბომბვითა და მსხვერპლით. რუსეთის არმიამ შეუტია რეგიონის ოთხ რაიონს. ნიკოპოლის რაიონი მტერმა სამჯერ დაბომბა გრადიდან. 120 გასროლა! ნიკოპოლში დაიღუპა 2 ადამიანი, დაიჭრა 7. ქალაქში 40-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი დაზიანდა. დანგრეულია ხუთი ბინა. მაშველები ნანგრევებს ახარისხებენ და ადამიანებს ეძებენ. დაზიანებულია 3 სკოლა, რამდენიმე მაღაზია, ავტოფარეხი და ავტომობილი. ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა, ნიკოპოლში 6000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა“, - განაცხადა რეზნიჩენკომ.

მოგვიანებით, რეზნიჩენკომ განაცხადა, რომ ნიკოპოლში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

„მაშველებმა მტრის დაბომბვის შედეგად ნანგრევებიდან კიდევ ერთი დაღუპული ადამიანის ცხედარი ამოიღეს. რუსების თავდასხმას რეგიონზე 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 დაშავდა, მათგან 4 საავადმყოფოშია“,- დასძინა რეზნიჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 10 აგვისტოს მტერმა ნიკოპოლის რაიონი სარაკეტო ზალპური ცეცხლის სისტემებიდან ორჯერ  დაბომბა. თავდაპირველად ცნობილი გახდა 11 დაღუპულის შესახებ. მოგვიანებით, დაღუპულთა რიცხვი 13 ადამიანამდე გაიზარდა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ნიკოპოლის რაიონში მდებარე ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგურიდან იბრძოდნენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
CashBack-ის და VISA-ს საზაფხულო შეთავაზება ლიბერთის მომხმარებლებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics