11:21 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-05 16:34:31, 868 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - როცა მხოლოდ ეროვნული ნიშნით მიახტები ვიღაცას, ეს ქსენოფობიასთან ერთად სიბნელე და გოიმობაა

როცა მხოლოდ ეროვნული ნიშნით, მიახტები ვიღაცას, ეს  ქსენოფობიასთან ერთად სიბნელე და გოიმობაა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" დავმჯომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ადამიანს გამოყოფთ იმიტომ, რომ არის რუსი ან სხვა ნებისმიერი ეროვნების, თუნდაც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელ ქვეყანასაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ეს ქსენოფობიაა და ეს ადამიანი ქვეყნიდან არ უნდა გავაძევოთ.

„გავყაროთ, დავჩაგროთ თუ რაღაც ასეთ მოწოდებებს რომ განახორციელებთ, ეს არის ქსენოფობია. შეიხედეთ სოც. ქსელებში, თქვენი ტელევიზიების სიუჟეტებში და მიხვდებით, რაზე ვლაპარაკობ. თქვენ რომ რაღაც არ მოგწონდეთ, ეს როგორ შეიძლება ქსენოფობია იყოს? მაგრამ როდესაც გამოყოფთ იმიტომ, რომ არის რუსი ან სხვა ნებისმიერი ეროვნების, თუნდაც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელ ქვეყანასაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, მაგრამ მხოლოდ ეროვნული ნიშნით, უკაცრავად გამოთქმისთვის და ვიღაცას მიახტები - "შენ რომ რუსი ხარ ასე და ისე უნდა გიქნა", ეს არის ქსენოფობიური დამოკიდებულება, მიდგომა და სიბნელე, უკაცრავად და გოიმობა საშინელი ქსენოფობიასთან ერთად",- განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics