23:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-29 14:25:44, 987 ნახვა

საზოგადოება
კედიას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა

დიდუბის რაიონის გამგეობამ კედიას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

პროექტის მიხედვით, სპირიდონ კედიას ქუჩის N10ა-დან აკაკი წერეთლის გამზირამდე 600 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი ეწყობა და წერეთლის გამზირზე მთავარ კოლექტორზე დაერთდება. ამასთან, წერეთლის გამზირზე არსებულ და ამორტიზებულ ქსელს რეაბილიტაცია უტარდება და 600 დიამეტრის მქონე მილის ნაცვლად, 800-იანი მილი ეწყობა, რომელიც უკეთ უზრუნველყოფს წყლის ნაკადის მიღებას.

მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, დიდუბის რაიონის გამგებელ ვლადიმერ ძნელაძესთან და დედაქალაქის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.

სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროექტს შპს „პიკო“ ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 187 570 ლარს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics