13:10 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 20:41:33, 1150 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - ივანიშვილი თავისი ქონებისთვის იყენებს ქვეყანას

სხვებს რომ თავი დავანებოთ, ქართველი საზოგადეობისთვის კიდევ ერთი შეურაცხმყოფელად უტიფარი ბოდვა ან ბოდვის მარგალიტი მოვისმინეთ, როცა კობახიძის პირით ივანიშვილი ეუბნება ამერიკის ელჩს, რომ მან უნდა
დაიცვას ის ევროპარლამენტისგან. - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა კახი კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი თავისი ქონებისთვის იყენებს ქვეყანას.

"სხვებს რომ თავი დავანებოთ, ქართველი საზოგადეობისთვის კიდევ ერთი შეურაცხმყოფელად უტიფარი ბოდვა ან ბოდვის მარგალიტი მოვისმინეთ, როცა კობახიძის პირით ივანიშვილი ეუბნება ამერიკის ელჩს, რომ მან უნდა
დაიცვას ის ევროპარლამენტისგან. რეალურად, ეს როგორც ჩანს, მის ქონებასა და ფინანსურ პრობლემებს
უკავშირდება, ანუ კაცი პირდაპირ გვეუბნება, რომ თავისი ქონებისთვის იყენებს ქვეყანას, ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატით. ეს არის კიდევ ერთი დეტალი კობახიძის დღევანდელ გამოსვლაში, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics