|
2022-07-18 19:47:18, 1208 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერები აჭარაში პარტიის ადგილობრივ ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარაში პარტიის ადგილობრივ ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაალ მიქელაძე, რესან კონცელიძე, ელისო ბოლქვაძე, ანზორ ბოლქვაძე, ალეკო ტაბატაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები და მმართველი პარტიის საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს. პარტიის ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე. 19 და 20 ივლისს პარტიის ხელმძღვანელები ქობულეთსა და ამბროლაურში, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში პარტიის ადგილობრივ ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდებიან.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)