19:54 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 16:37:15, 965 ნახვა

პოლიტიკა
ოქრიაშვილი - „ოცნება“ საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საკუთარ თავს ევაჭრება - „მოქალაქეები“ და „გირჩი“ „ქართული ოცნების“ ტოტები არიან!

ვეხმაურები ბატონი პაპუაშვილის განცხადებას, რომ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ 12 პუნქტს დეკემბრამდე შეასრულებენ და თითქოს, ოპოზიცია მათ საარჩევნო ბარიერის 5 %-დან 2 %-მდე დაწევაზე ევაჭრება,- აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი.

მისივე თქმით, 2 %-იანი ბარიერით ვაჭრობის თემა გათვლილია არაინფორმირებულ ადამიანებზე. რეალურად, ბარიერის დაწევით დაინტერესებულნი არიან პატარა პარტიები, როგორებიცაა „მოქალაქეები“ და „გირჩი“. ისინი „ქართული ოცნების“ განშტოება-ტოტები არიან და მათი საშუალებით, „ოცნება“ ქმნის სურათს, როგორ ევაჭრება მათ ოპოზიცია. „ოცნება“ თავის თავს ევაჭრება, რასაც ქართული საზოგადოება მშვენივრად ხედავს.

"ვეხმაურები ბატონი პაპუაშვილის განცხადებას, რომ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ 12 პუნქტს დეკემბრამდე შეასრულებენ და თითქოს, ოპოზიცია მათ საარჩევნო ბარიერის 5 %-დან 2 %-მდე დაწევაზე ევაჭრება.

2 %-იანი ბარიერით ვაჭრობის თემა გათვლილია არაინფორმირებულ ადამიანებზე. რეალურად, ბარიერის დაწევით დაინტერესებულნი არიან პატარა პარტიები, როგორებიცაა „მოქალაქეები“ და „გირჩი“. ისინი „ქართული ოცნების“ განშტოება-ტოტები არიან და მათი საშუალებით, „ოცნება“ ქმნის სურათს, როგორ ევაჭრება მათ ოპოზიცია. „ოცნება“ თავის თავს ევაჭრება, რასაც ქართული საზოგადოება მშვენივრად ხედავს.

რეალურად, შესასრულებელი გვაქვს 12 რეფორმა და ამ 12-დან ერთი საკითხის, საარჩევნო სისტემის ცვლილების ნაწილში, ბარიერის დაწევის თემა საკმაოდ  მნიშვნელოვანი პუნქტია. მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს, „ნაციონალური მოძრაობას“, პარტიას „საქართველოსთვის“  და შესაძლოა, უკვე სხვებსაც, ისედაც 5 %-ზე მაღალი რეიტინგი აქვთ, რაც ძალიან  კარგია. ასე რომ, „ქართული ოცნება“ ევაჭრება საკუთარ განშტოებებს და მორიგ პილიტიკურ აფერისტობას სთავაზობს საზოგადოებას. ვისაც „ოცნება“ ევაჭრება, ის არ არის ოპოზიცია - მათივე შემადგენლობაა," - აცხადებს ოქრიაშვილი.     

 

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics