20:49 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-13 16:05:11, 1249 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი „ნაცმოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ვარშალომიძის მანდატის შეწყვეტას განიხილავს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, ლევან ვარშალომიძეს, სავარაუდოდ, საპარლამენტო მანდატს შეუწყვიტავენ. 

საკითხს 14 ივლისის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს და დასკვნას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვარშალომიძე სამსახურში არ დადის, მაშინ როდესაც, მისივე თქმით, დეპუტატი პარლამენტის შენობიდან უნდა ემსახუროს ხალხს.

„ის თითქმის 2 წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ გამოჩენილა პარლამენტში. ასე რომ, ამის გადაწყვეტა ადგილმონაცვლეების შემოსვლა კი არ არის, ამის გადაწყვეტაა, რომ დეპუტატმა უნდა იაროს სამსახურში. ეს არის მისი სამსახური, რომ ემსახუროს ხალხს, ემსახუროს ამ შენობიდან და სამსახურში უნდა იაროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის, მათ შორის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიები გაუქმებულია. ოპოზიცია კი ჯამში პარლამენტში 6 მანდატს კარგავს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics