05:41 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 09:57:42, 2466 ნახვა

სამხედრო
იენს სტოლტენბერგი - პრეზიდენტი პუტინი ახლა უფრო მეტ ნატოს მიიღებს

თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე ვეტოს მოხსნის. მადრიდში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სამი ქვეყნის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს და შეთანხმდნენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაზვერვის გაცვლის თანამშრომლობის მექანიზმის შექმნაზე.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახლა უფრო მეტ ნატოს მიიღებს რუსეთთან საზღვარზე და ამ ქვეყნების ალიანსში ჩართვა რადიკალურად შეცვლის ვითარებას ბალტიის რეგიონში. გადაწყვეტილება ოთხშაბათს მიიღება.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ხელმოწერილი მემორანდუმი ეხმაურება თურქეთის შეშფოთებას, მათ შორის იარაღის ექსპორტისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს. „ჩვენს მოკავშირეებს შორის თურქეთი ყველაზე მეტად დაზარალდა ტერორისტული თავდასხმებისგან, მათ შორის ქურთი სეპარატისტების თავდასხმებისგან“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფისში განაცხადეს, რომ ანკარამ მიაღწია სასურველ ნაბიჯებს შვედეთისა და ფინეთის მხრიდან, რათა დათანხმდეს მათ ნატოში შესვლას.

ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ფინეთი და შვედეთი მზად არიან იმუშაონ თურქეთთან ტერორიზმში ბრალდებული პირების ექსტრადირებაზე.
ნატოს სამიტი სამშაბათს მადრიდში გაიხსნა. ერთი დღით ადრე ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობის 7,5-ჯერ გაზრდის გეგმებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics