10:52 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 15:23:30, 978 ნახვა

საზოგადოება
გლდანის თასი ქუჩის კალათბურთში 2022

გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ჩემპიონატი „გლდანის თასი ქუჩის კალათბურთში 2022“ გაიმართა. ტურნირი ფიბა-ს სტანდარტების დაცვით ჩატარდა. ჩემპიონატში, რომელიც ჯგუფური ეტაპებით დაიწყო და ოლიმპიური სისტემით გაგრძელდა, 12 გუნდი მონაწილეობდა.

 საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი - Scooby, II ადგილი - „ს.მ.ნ“, III ადგილი - easy money snipers. ჩემპიონატს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო, რომელმაც გამარჯვებულებს მედლები, თასები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.

ტურნირის ფარგლებში, დამატებით ორი მინი კონკურსიც ჩატარდა. ნომინაციაში - „საუკეთესო ჩატენვა“ გამარჯვებული ლევან შეროზია გახდა, ხოლო „საუკეთესო მსროლელის“ ტიტული კაკი ლომოურმა მოიპოვა. ტურნირის „ყველაზე ღირებულ მოთამაშედ“ ლუკა კალატოზიშვილი დასახელდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics