12:14 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-26 13:18:25, 1315 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსული მედია - სერგეი შოიგუ უკრაინაში იმყოფებოდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინაში იმყოფებოდა. მინისტრი უკრაინაში რუსულ სამხედრო ბაზას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, შოიგუმ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სამხედრო მოქმედებების საკითხებს და საყოფაცხოვრებო პირობებს სამხედრო მოსამსახურეების დროებითი განლაგების პუნქტებში.

„რუსული ჯგუფების სამეთაურო პუნქტებზე არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ მოისმინა მეთაურებისგან მოხსენებები რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმდინარე სიტუაციისა და მოქმედებების შესახებ მთავარ ოპერატიულ რაიონებში“, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

მინისტრმა ასევე გადასცა რუსეთის ფედერაციის გმირის ოქროს ვარსკვლავის მედლები და მამაცობის ორდენი მებრძოლებს, რომლებმაც „გმირობა და თავგანწირვა გამოიჩინეს საბრძოლო დავალების შესრულებისას“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics