07:01 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 11:22:58, 1042 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიას „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი“ უწოდეს

მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიას „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი“ ეწოდა. ნათქვამია მოსკოვის მერიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

Active Citizen-ის ვებსაიტზე მოქალაქეებს შესთავაზეს აირჩიონ სახელის რამდენიმე ვარიანტი: "დონბასის დამცველების მოედანი" ან "რუსეთის გმირის ვლადიმერ ჟოგას მოედანი" ( ბატალიონ "სპარტას" მეთაური, რომელიც მოკლეს მარტის დასაწყისში ვოლნოვახაზე თავდასხმის დროს, რის შემდეგაც ვლადიმერ პუტინმა მას ეს წოდება მიანიჭა).

"გაკვირვებულები ვართ, მაგრამ არა განაწყენებული ამ წინადადებით,  გთავაზობთ რომ ტერიტორიას დაერქვას  სახელი უკრაინელი ჯარისკაცების საპატივსაცემოდ, რომლებიც გაბედულად იცავენ სამშობლოს კრემლის აგრესიისგან",- ასე უპასუხა ამ ინიციატივას  აშშ-ს საელჩომ.

ამგვარად, მოსკოვის საქალაქო სათათბიროს დეპუტატები გამოეხმაურნენ ქუჩებისა და მოედნების სახელის გადარქმევის ტალღას, იქ სადაც რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებია განთავსებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics