11:15 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-11 12:00:12, 2175 ნახვა

მსოფლიო
მარიუპოლის მერი - ქალაქის მაცხოვრებლები იძულებულნი არიან ცხედარები სახლში ან ქუჩაში 10 დღის განმავლობაში შეინახონ

სანამ დაკრძალვის ნებართვას ელოდებიან, მარიუპოლის მცხოვრებლები ნათესავების ცხედრებს სახლში ან ქუჩაში ინახავენ,- ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო ავრცელებს.

ანდრიუშჩენკოს თქმით, ნათესავების დაკრძალვის ნებართვის მისაღებად საჭირო ვადა 10 დღეა, შესაბამისად ქალაქის მცხოვრებლებს ცხედრების შენახვა იმპროვიზებულ მორგებში უწევთ, შესაბამისად ეზოებში თვითგათხრილი საფლავის რიცხვი იზრდება.

„ნათესავების დაკრძალვის ნებართვის მისაღებად რიგი 10 დღემდეა. ზაფხულში. ამ დროს მარიუპოლის მცხოვრებლებმა ცხედარი უნდა შეინახონ სახლში ან ქუჩაში იმპროვიზებულ მორგებში“,-განაცხადა ანდრიუშჩენკომ

გარდა ამისა, როგორც მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ აღნიშნა, ქალაქში 100 000-ზე მეტი ადამიანი რჩება. ქოლერამ, დიზენტერიამ და სხვა დაავადებებმა შეიძლება მარიუპოლის დაახლოებით 10 ათასი მაცხოვრებლის სიკვდილი მიმდინარე წლის ბოლომდე გამოიწვიოს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე 20 მაისს ბოიჩენკომ განაცხადა, რომ დამპყრობლები ცდილობდნენ ქალაქში წყალმომარაგების აღდგენას, თუმცა კომპეტენციის ნაკლებობის ამან მილების მასიური აფეთქება და დატბორვა გამოიწვია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics