18:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 11:20:50, 1535 ნახვა

ომი უკრაინაში
„ამას ორივე ქვეყნის ნება სჭირდება“ - რუსეთი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადაა

დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრიდან სამი თვის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებებზე სამშვიდობო შეთანხმებას მიეღწიათ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, იუწყება რუსული „ინტერფაქსი“.

მისივე თქმით, შეთანხმებასა და სამოქალაქო ომის დასრულებას ორივე მხარის მზაობა სჭირდება, რასაც "კიევი არ გამოხატავდა". 

„ჩვენ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ გვჭირდება დიპლომატიური, მშვიდობიანი გადაწყვეტილებები, მაგრამ ამას ორი ქვეყნის ნება სჭირდება. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას, რომელიც დაასრულებს სამოქალაქო ომს უკრაინაში და მიგვიყვანს მშვიდობამდე, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ ასეთ რეაქციას კიევისგან“, - განაცხადა ვალენტინა მატვიენკომ.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics