23:49 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-26 11:35:15, 1164 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს ამბროლაურში საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავს

ევროპისკენ – ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული აქტივობებით იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას, ამბროლაურში, თემატურ პავილიონებში მასპინძლობს.

პავილიონებში წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტები: „პრობბოქსი", „მობილური იუსტიციის სახლი", მიწის რეგისტრაციისათვის საჭირო ტექნიკა და სხვა.

ადგილზე მოსულ მოსახლეობას საშუალება ექნება სამართლებრივი კონსულტაცია მიიღოს ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: მიწის სისტემური რეგისტრაცია, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ.

დღის განმავლობაში შემეცნებით-გასართობი პროგრამა ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება წარმოდგენილი.

მოეწყობა მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და შემეცნებითი სივრცე „საქართველოს გზა ევროპისკენ". ღონისძიების მონაწილეებისთვის იმუშავებს ვირტუალური ტური ევროპის ქალაქებში.

არაერთი სიურპრიზი ელით ბავშვებს – მეზღაპრის კუთხე, მოძრავი თოჯინების თეატრი, გიგანტური საპნის ბუშტების შოუ, გიგანტური რობოტები, ატრაქციონი.

17:10 საათზე (საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო) შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, საღამო კი ანსამბლების – „გორდელას" და „ბანდეროლის" – კონცერტით დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics