|
2022-05-22 14:17:30, 1531 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი - სანქციებმა პრაქტიკულად დაარღვია ყველა ლოჯისტიკა ჩვენს ქვეყანაში
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არის სტიმული ახალი ლოგისტიკური დერეფნების მოსაძებნად. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრმა ვიტალი საველიევმა ასტრახანის რეგიონში სამუშაო ვიზიტისას განუცხადა. მისივე თქმით, დასავლეთის სანქციები რუსეთს სერიოზულ ლოჯისტიკურ პრობლემებს უქმნის, რის გამოც იძულებულები არიან ვაჭრობის ახალი გზები მოძებნონ.
"სანქციებმა, რომლებიც ამჟამად დაწესებულია რუსეთის ფედერაციაზე, პრაქტიკულად დაარღვია ყველა ლოჯისტიკა ჩვენს ქვეყანაში. და ჩვენ იძულებულნი ვართ ერთად ვეძებოთ ახალი ლოგისტიკური დერეფნები. არსებობს ასეთი ცნობილი - ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი. ...იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ განვიხილავთ ამ მიმართულებას, ამ პორტებს, მისადგომებს პორტებთან, ხიდებთან, გზებთან, არ უნდა არსებობდეს ისეთი საცობები, რომლებიც არ მოგვცემს რეორგანიზაციის საშუალებას“, - განაცხადა საველიევმა. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი (ITC) "ჩრდილოეთ-სამხრეთი" არის მულტიმოდალური მარშრუტი აზიიდან ევროპაში მგზავრებისა და ტვირთების გადასაზიდად რუსეთის გავლით. ის დააკავშირებს, კერძოდ, რუსეთს, აზერბაიჯანს, ირანს და ინდოეთს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)