10:25 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-21 11:19:41, 1484 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - მივმართავთ პარტნიორ ქვეყნებს ხელი მოაწერონ მრავალმხრივ შეთანხმებას

ჩვენ მივმართავთ პარტნიორ ქვეყნებს ხელი მოაწერონ მრავალმხრივ შეთანხმებას და შექმნან მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ყველა, ვინც დაზარალდა რუსეთის ქმედებებით, შეძლოს, მიიღოს კომპენსაცია ყველა დანაკარგისთვის. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ეს იქნება სამართლიანი, რადგან რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ყველა ბომბის ნამდვილ წონას, რომელიც მან ჩვენსკენ გაისროლა.

"ასეთი შეთანხმების თანახმად, რუსული კაპიტალი და ქონება, რომელიც ექცევა პარტნიორი ქვეყნების იურისდიქციაში, უნდა იყოს ჩამორთმეული ან გაყინული. შემდეგ კი უნდა მოხდეს კონფისკაცია და გადამისამართება სპეციალურად შექმნილ ფონდში, საიდანაც რუსული აგრესიის ყველა მსხვერპლს შეეძლება, მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია. ეს იქნება სამართლიანი. და რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ყოველი ბომბის, ყოველი ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც მან ჩვენკენ გაისროლა" - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics