22:38 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 17:44:22, 1768 ნახვა

რეგიონი
ლატვიელი ტურსააგენტოები აჭარაში მოგზაურობენ

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ლატვიის წამყვანი ტურსააგენტოების წარმომადგენლები ეცნობიან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინფოტურის მონაწილეებისთვის, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ავიაკომპანია Air Baltic-ის ორგანიზებით იმართება, პრეზენტაციები და ადგილობრივ ტურსააგენტოებთან საქმიანი B2B შეხვედრები მოეწყო.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, სტუმრები აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებს, სასტუმრო და ტურისტულ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებენ, რაც ბათუმის ტურისტული პაკეტების შემუშავებასა და რეგიონში ლატვიელი ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

წელს, პირველად ლატვიის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო. 8 მაისიდან სექტემბრის ბოლომდე, ავიაკომპანია Air Baltic ფრენებს „რიგა-ბათუმი“ კვირაში 2-ჯერ შეასრულებს.

„ბალტისპირეთიდან აჭარას წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებიც სტუმრობდა, რომლებიც რეგიონის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებების შესახებ სტატიებსა და სიუჟეტებს მოამზადებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბალტიისპირეთიდან პრეს-ინფო ტურების ორგანიზებას აქტიურად გააგრძელებს, რათა მეტ პოტენციურ ტურისტს მიაწოდოს ინფორმაცია ბათუმის, როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების შესახებ. გარდა რიგისა, ტალინიდან და ლიეტუვადან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები წელს ისევ შესრულდება, რაც ბალტისპირეთიდან რეგიონში ტურისტების შემოდინებას შეუწყობს ხელს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics