15:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 13:47:15, 1292 ნახვა

მსოფლიო
CNN - ჩინეთი რუსეთისგან ქვანახშირის რეკორდულ რაოდენობას ყიდულობს და იმპორტის ტარიფებს აუქმებს

ჩინეთი რუსეთისგან იაფფასიანი ქვანახშირის რეკორდულ რაოდენობას ყიდულობს, მაშინაც კი, როცა დასავლური ქვეყნები მოსკოვს სანქციებით უპირისპირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 მედიის ცნობით, აპრილის თვეში მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ, არა მხოლოდ იყიდა რუსეთისგან უფრო მეტი ნახშირი, ვიდრე ოდესმე, მან ასევე გააუქმა იმპორტის ტარიფები ყველა სახის ნახშირზე, ანალიტიკოსების თქმით, ეს ნაბიჯი რუს მომწოდებლებს  სარგებელს მოუტანს.

"ჩინეთის ნახშირის იმპორტი რუსეთიდან თითქმის გაორმაგდა მარტიდან აპრილამდე და 4.42 მილიონ  ტონას მიაღწია , Refinitiv-ის სავაჭრო მონაცემების მიხედვით. რუსეთმა გაუსწრო ავსტრალიას, ახლა მისი ნახშირის იმპორტის 19%-ს შეადგენს, რაც მარტში 14%-იანი წილი იყო."- ვკითხულობთ გამოქვეყნებულ სტატიაში.

მედიის ცნობით,  ჩინეთი ახლა ორიენტირებულია ეკონომიკის ვარდნის დაძლევაზე, ქვეყანას  ქვანახშირი ელექტროსადგურების საწვავისთვის და  ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სჭირდება, ხოლო რუსეთი ეძებს ახალ მომხმარებლებს თავისი წიაღისეულისათვის, რადგან  ექსპორტს დასავლეთში ვეღარ ახორციელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics