19:35 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-09 12:49:25, 1148 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში გამარჯვების აღლუმის საჰაერო ნაწილი ამინდის გამო გაუქმდა

გამარჯვების დღის აღსანიშნავი აღლუმის საჰაერო ნაწილი მოსკოვსა და სულ მცირე ორ დიდ ქალაქში გაუქმდა . ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს განუცხადა.

პესკოვის  თქმით, საჩვენებელი სამხედრო ფრენები უამინდობის გამო გაუქმდა.

" მიზეზი არასასურველი ამინდის პირობებია, გამგზავრების აეროდრომებზე "- განაცხადა პესკოვმა.

ადგილობრივი ამინდის პროგნოზის მიხედვით, რუსეთის დედაქალაქში ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათამდე მსუბუქი წვიმა და ზომიერი ნიავი იქნება. გამარჯვების აღლუმი რუსეთში ყოველწლიურად მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics